War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

დონალდ ტრამპი - დროა, „ჰამასმა“ ჩემი პირობები მიიღოს - ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა

08.09.2025 ნახვები: 383

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას“ უგზავნის იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მის მიერ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების პირობების მიღებაზე უარის თქმას მოჰყვეს.

„ყველას სურს, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ. ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს! ისრაელმა მიიღო ჩემი პირობები. დროა, “ჰამასმაც” მიიღოს. გავაფრთხილე “ჰამასი” უარის თქმის შედეგების შესახებ. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, სხვა აღარ იქნება!“ - წერს ტრამპი Truth Social-ში.

ამასთან, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ღაზას საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება.

„ჩვენ ძალიან მალე მივაღწევთ შეთანხმებას ღაზას საკითხთან დაკავშირებით. ვმუშაობთ გადაწყვეტაზე, რომელიც შესაძლოა ძალიან კარგი იყოს“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

როდესაც დამატებითი დეტალების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. ვცდილობთ, ეს დავასრულოთ, მძევლები დავაბრუნოთ. ძალიან კარგი დისკუსიები გვქონდა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა