War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

თიბისის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს

08.09.2025 ნახვები: 414

13 -14 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მეწარმე ქალების პროდუქციის ყველაზე მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

თიბისი ტრადიციას არ არღვევს და წელსაც, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის უცვლელი პარტნიორია.

გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 200-მდე მეწარმე ქალი წარადგენს. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და ადგილზევე შეიძინონ მათ მიერ შექმნილი ნაწარმი — საკვები, ღვინო, და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები. მონაწილეთა შორის იქნებიან ძალადობაგამოვლილი, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და უკრაინიდან ლტოლვილი ქალებიც.

წელს გამოფენაზე კვლავაც გაკეთდება აქცენტი მწვანე პროდუქტებზე, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიაც, რომლის მიმდინარეობისას საბანკო სფეროს წარმომადგენლები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

გამოფენას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ბელენ სანზ ლუკე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში ალკის ვრეინოს დრაკინოსი, აზიის განვითარების ბანკის ინვესტირების უფროსი სპეციალისტი თინა როჰნერი, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), თიბისისთან, მიკრობანკ „კრისტალთან“, მიკრობანკ „ემბისისთან“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ექსპო ჯორჯიასთან თანამშრომლობით ტარდება.

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.

გამოფენის გახსნა: 13 სექტემბერი, 11:30 სთ.

მისამართი: ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი, წერეთლის N118.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა