War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ლევან ხაბეიშვილი - ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე

08.09.2025 ნახვები: 449

ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე - მუქარები ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას ადასტურებს! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი - აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები“, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ „4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა იყოს”.

„საგანგებო განცხადება: ბოლო რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე - მუქარები ადასტურებს ივანიშვილი - კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი! აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები"!

ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს, საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაზე!

ვარაუდებს და წუხილებს, რომ დამაკავებენ, მესვრიან და მსგავსი, ადასტურებს მხოლოდ ერთს - ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია! ნებისმიერი ასეთი მოქმედებით ბოლომდე დაადასტურებენ და ფაქტობრივ კაპიტულაციას გამოაცხადებენ!

უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და ნებისმიერ შემთხვევაში - 4 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ! უპირობოდ ვიმარჯვებთ! ვმობილიზდეთ, მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად!

საქართველოს გაუმარჯოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა