War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ფრიდრიხ მერცი - ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება

08.09.2025 ნახვები: 422

პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრა მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. ყოველდღიურად, რუსეთი ინტენსიურ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებს, მათ შორის ჩვენს ინფრასტრუქტურაზეც“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ასევე, მისი თქმით, „აშშ-თან ევროპის ურთიერთობა იცვლება“.

„აშშ საკუთარი ინტერესების გადაფასებას ახდენს. ჩვენც, ევროპაში, ჩვენს ინტერესებს უნდა გადავხედოთ, ყოველგვარი ფუჭი ნოსტალგიის გარეშე. აშშ კვლავ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მაგრამ ნათელი ხდება, რომ ეს ურთიერთობა უფრო მეტად კონკრეტულ საკითხებსა და ინტერესებზე დამოკიდებული იქნება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა