ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day
Border guards destroy Russian gun, EW system, communications equipment in Northern Slobozhanshchyna sector
SSU detains two pro-Russian propagandists
Some issues still need to be worked through - Zelensky on peace settlement
US Senate condemns Russia's killing of Ukrainian civilians on Christmas
Palisa briefs Zelensky on ways to strengthen army, frontline positions

ორივე მხარეს არიან ნაცემები, შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებოს - გოგა მემანიშვილი

08.09.2025 ნახვები: 368

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ პოლიცია 1 წუთში მივიდა. 

მისი თქმით, პოლიციამ ვითარება განმუხტა, თუმცა დაპირისპირება პერიოდულად ახლდება. 

გოგა მემანიშვილის თქმით, ისინი ვინ გაარჩევდნენ ჩხუბში ვინ ვინ იყო. 

"შემთხვევიდან 1 წუთში იყო ადგილზე პოლიცია. ვინ უნდა დავაკავო აბა? თქვენ თუ რაიმე სახის მტკიცებულება გაქვთ შეგიძლიათ შესაბამის სამსახურს წარუდგინოთ და დაიწყება გამოძიება. 

მომხდარიდან რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ 2 წუთში ადგილზე იყო პოლიცია და განმუხტა ვითარება. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვი, იქ გამორჩევა ვინ ვინ იყო, ჩვენ ვერ გავარჩევდით, სამოქალაქო ტანსაცმელში იყო...

რომ მოვედით ჩვენ იმის შემდეგ დარეგულირდა ვითარება. ორივე მხარეს არიან ნაცემები, შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებოს. 

ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი რეაგირება, განვმუხტეთ ვითარება. 

დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არ არის," - განცხადა გოგა მემანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოქალაქეებს ბოთლებს ესვრიან. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ მივიდა მიუხედავად იმისა, რომ აქცია წინასწარ იყო დაანონსებული. 

ტვ პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა