ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

უკრაინისთვის მიუღებელია ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება-ირინა ვერეშჩუკი

ნახვები: 521 უკრაინისთვის მიუღებელია ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება-ირინა ვერეშჩუკი

უკრაინული მხარესთვის მიუღებელია ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის თაობაზე რუსეთის ხელისუფლების წინადადება, უკრაინელების ბელარუსსა და რუსეთში გადასვლაზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, - ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„გუშინ მივიღეთ წერილი რუსეთის ფედერაციისგან, რომელშიც გვთავაზობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ე.წ. სიჩუმის რეჟიმის გამოცხადებას 7 მარტის 10:00 საათიდან შემდეგი ჰუმანიტარული მიმართულებებით:

კიევი-ჰოსტომელი-რაკოვკა-სოსნოვკა-ივანკოვი-ორანოე-ჩერნობილი-გდენი-გომელი. შემდეგ ავიაციის გამოყენებით რუსეთის ფედერაციაში გადაყვანით;

ხარკოვი-ნეხოტეევკა-ბელგოროდი, შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით, შერჩეული მიმართულებების ან დროებითი განსახლების წერტილებისკენ;

სუმი-სუჯა-ბელგოროდი, შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით, შერჩეული მიმართულებების ან დროებითი განსახლების პუნქტებში.

„ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის ეს ვარიანტი არის მიუღებელი. ჩვენი ხალხი ბელარუსში არ წავა, რომ მერე თვითმფრინავით რუსეთის ფედერაციაში გადაფრინდეს", - განაცხადა ვერეშჩუკმა და დაამატა, რომ რუსეთის ხელისუფლება ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისას მაკრონის სახელით მანიპულირებს.

თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ რუსებს ჰუმანიტარული დერეფნების საკუთარი ხედვა გაუგზავნა:

ქალაქებიდან: ბუჩა-ბოროდიანკა-ირპენი-დიმერი-ივანკოვი-კიევის მიმართულებით, შემდგომ რკინიგზის გამოყენებით ლვოვისკენ, უჟგოროდისკენ, ივანო-ფრანკივსკისკენ გასამგზავრებლად;

მარიუპოლი-პორტოვსკოე-მანგუში, როზოვკა-ბილმაკი-პოლოგი ორეხოვი-ზაპოროჟიეს გვერდის ავლით, ვოლნოვახა-ვალერიანოვკა-ნოვონდრეევკა-კირილოვკა-უგლედარი-პოკროვსკის მიმართულებით;

სუმი-გოლუბოვკა-ოლშანა-ნედრიგაილოვი-კოროვინცი-რომნი-ანდრეაშევკა-ლოხვიცა-ლუბნი-პოლტავას მიმართულებით;

იზიუმი-გრუშოვაჩი-პანიუტინო-ლოზოვაიას მიმართულებით; ბალაქლეა-გუსაროვკა-პერვომასკის მიმართულებით;

სოფლებიდან: ლიპციდან და სტრელეჩედან მერეფამდე; ხარკოვიდან ლვოვში, უჟგოროდში, ივანო-ფრანკივსკში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა