IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ნათლად განვუცხადე, რომ ეს არ უნდა გააკეთონ

22.09.2025 ნახვები: 301

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის ინფორმაციით, მან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა მოახდინოს დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ანექსია გაერთიანებული სამეფოს მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საპასუხოდ.

„ნათლად განვუცხადე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მათ ეს არ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა კუპერმა BBC-სთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეშფოთებულები არიან იმით, რომ ისრაელმა, შესაძლოა, მათი მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსირების საბაბად გამოიყენოს.

„ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება როგორც ისრაელის, ასევე პალესტინელების უსაფრთხოების პატივისცემის საუკეთესო გზაა. საქმე მშვიდობისა და სამართლიანობის დაცვას და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას ეხება და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან რეგიონში, რათა შევძლოთ ამის გაკეთება“, - განაცხადა კუპერმა BBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ექსტრემისტები ორივე მხრიდან ცდილობენ უარი თქვან კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ნებისმიერ პერსპექტივაზე.

„ყველაზე ადვილი იქნებოდა უბრალოდ წასვლა და იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ეს არასწორია, როდესაც ასეთ განადგურებას, ასეთი ტანჯვას ვხედავთ. ისევე, როგორც ვაღიარებთ ისრაელს, ისრაელის სახელმწიფოს, ასევე უნდა ვაღიაროთ პალესტინელების უფლება, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გაერთიანებულმა სამეფომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. გუშინვე, აღიარების შესახებ განცხადებები გააკეთეს კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამაც. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო ეს ნაბიჯები და განაცხადა, რომ ეს „ტერორიზმისთვის უზარმაზარი ჯილდოა“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა