War update: 312 clashes on front lines over past day, Pokrovsk axis most active
Russian army loses 1,250 troops in war against Ukraine over past day
Ukrainian Air Force shows F-16 shooting down Shahed drone
Russians face growing difficulties accessing high-speed internet – intelligence
Finland allocates €3M to support UN Women in Ukraine initiative
AFU soldiers capture 11 Russian servicemen in Zaporizhzhia sector
German charity Ukraine-Hilfe sends over €10M in humanitarian aid to Ukraine
Defense Forces destroy self-propelled artillery in Pokrovsk, which Russians planned to use to cover assault

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ეპარქიული კომისიის სხდომაზე მედიასთან ერთად არ შეუშვეს

29.10.2025 ნახვები: 402

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საპატრიარქოში, ეპარქიული კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული, სხდომაზე მედიასთან ერთად არ შეუშვეს.

არქიმანდრიტი საპატრიარქოსთან კიდევ სამ სასულიერო პირთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, სხდომაზე დაბარებული იყო სატელევიზიო გამოსვლების გამო და ვინაიდან აღნიშნული განცხადებები საჯაროდ ჰქონდა გაკეთებული მედიასთან, ამიტომ სხდომაზე დასწრებას ჟურნალისტებთან ერთად ითხოვდა.

„არ შემიშვეს ჟურნალისტებთან ერთად“,- განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

მანამდე კი მასთან საპატრიარქოს წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, რომ სხდომას მედიის გარეშე დასწრებოდა.

„თქვენ შებრძანდებით სასულიერო პირებთან ერთად“,- უთხრა არქიმანდრიტ დორეთეს საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, არქიმანდრიტმა უპასუხა, რომ ის მედიასთან ერთად შევიდოდა.

ამასთან, მისი თქმით, დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კომისიამ მასთან მიმართებით, იქნება უკანონო, რადგანაც გარკვეული მოთხოვნების წამოყენების უფლება მასაც აქვს. არქიმანდრიტ დოროთეს თქმით, კომისიამ საჯაროდ უნდა განიხილოს, თუ რა პრეტენზია აქვთ მასთან მიმართებით.

„კითხვები გამომიგზავნეს, ვიცი, რა კითხვებიც არის. სატელევიზიო გამოსვლებია. ამიტომ, თვითონ რომ აცხადებენ, რომ ჟურნალისტების დაშვება შეუძლებელია, დაუშვებელიაო, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა, რადგან ჟურნალისტების შეშვება დაუშვებელია, როცა კომისია იკრიბება ვინმეს ზნეობრივ გადაცდომებზე. როდესაც ჩემი დაბარება არის სატელევიზიო გამოსვლების გამო, აქ შეუძლებელია ჟურნალისტები არ შეუშვან. ეს არ არის უპრეცედენტო იმიტომ, რომ პირდაპირ პასუხს მთხოვენ სატელევიზიო გამოსვლების გამო და ამ გამოსვლებში მე მარტო არ გამოვდიოდი, ჟურნალისტებთან ერთად გამოვდიოდი, ე.ი. ისინიც ბრალდებულები არიან“,- განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთემ.

მისი თქმით, ის იბრძვის ქვეყნის ევროპული სვლისთვის.

„მე განვაცხადე, რომ შევდივარ მხოლოდ ჟურნალისტებთან ერთად, მორჩა, სხვა გადაწყვეტილებას მე არ მივიღებ. მარტო მაგათი არ არის ეკლესია. ეკლესია ჩვენია. აქედან გამომდინარე, მეც მაქვს უფლებები მოვითხოვო და მოვთხოვო პასუხი იმ გადაწყვეტილებებზეც, იმ კანონებზეც, რასაც ესენი იღებენ, რასაც ესენი რუსეთის სასარგებლოდ ამბობენ. პირდაპირ, ერთი ერთში, მეუფე შიოს გუნდი მამა ანდრიასთან ერთად იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც მთავრობას აწყობს და ესენიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ კურსს. მე მომხრე ვარ, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპასთან ინტეგრაციის საშუალება, არათუ მომხრე, არამედ ამისთვის ვიბრძვი . ესენი იბრძვიან პირიქით, ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ესენი, რა სასჯელს გამომიტანენ, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია გადარჩეს, რუსეთმა არ გადაგვყლაპოს და არ დაგვღუპოს ისე, როგორც ცხრაჯერ დავუღუპივართ და გავუნადგურებივართ”, განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მას შემდეგ, რაც ის სხდომაზე მედიასთან ერთად არ შეუშვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა