ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

მანანა გიორგობიანს პატიმრობა შეეფარდა

ნახვები: 509 მანანა გიორგობიანს პატიმრობა შეეფარდა

ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურორ გიორგი დოლაკიძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობდა, რის გამოც, მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის საფუძვლები არსებობდა. დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

ადვოკატ ლევან მარსაგიშვილის განმარტებით, გიორგობიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო უნდა გამოყენებულიყო.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გიორგობიანის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რა დროსაც ადვოკატს ბრალდებულმა სიტყვა შეაწყვეტინა.

„არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუებით. არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე... მითხრეს ღვთის მადლია შენზეო, ბიპოლარული აშლილობა არ მაქვს, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, - განაცხადა გიორგობიანმა.

მას მოსამართლემ ჰკითხა, თუ რატომ მოიხმარს ნარკოტიკს.

„მომწონს და იმიტომ“, - უპასუხა მას გიორგობიანმა და განაგრძო: „ამფეტამინი გადავაგდე ახლახან. ფსიქოტროპული მოქმედებს ჩემზე ცუდად, შვილის პანაშვიდზე გამიკეთეს და ფსიქიატრიულში მომათავსეს. ჩემზე ნარკოტიკი ვერ მოქმედებს. გიჟი არ ვარ და ნურავინ გამოიყენებს ამას“, - განაცხადა გიორგობიანმა.

დღესვე, გაიმართება ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირის მათ შორის, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილის, ჯაკო ჩარკვიანის სასამართლო პროცესიც.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა