Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD
War update: 251 clashes on frontline over past day, heaviest fighting continues on Pokrovsk front
Air defense forces shoot down 195 Russian drones
Russian army loses 1,310 troops, two air defense systems in past 24 hours in war against Ukraine

ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ

10.11.2025 ნახვები: 518

პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ - ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც მისსავე სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მისივე თქმით, „თავგანწირვის ხარჯზე, სულ რაღაც 3 კვირაში, რუსთაველის პროტესტმა აქცია ფერფლად ბოლო რეპრესიული კანონიც“.

„რუსული რეჟიმის პირობებში ძალიან იშვიათად მქონია სიამაყის შეგრძნება, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა ბევრად ხშირი თანამგზავრია ჩემი. თუმცა, პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. ამაყი ვარ, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში, ჩავედი უკრაინის საზღვარზე და შემდეგ, ომის განმავლობაში, არაერთხელ ვიყავი კიევსა და ბუჩაში. ამაყი ვარ, რომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ვეხმარებოდი უკრაინიდან გამოქცეულ უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს. ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, იმ სირცხვილის კომპენსაციაა, რომელსაც ყველა წესიერი ადამიანი განიცდის „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო.

მჯერა, ამ სირცხვილს ყველა ერთად მოვიწმენდთ და ისტორიის კოშმარულ ფურცელზე დავტოვებთ.

ვხედავთ, საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე, სულ რაღაც 3 კვირაში, რუსთაველის პროტესტმა, როგორ აქცია ფერფლად ბოლო რეპრესიული კანონიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს აცლის ძალას რეჟიმს, აცლის რეპრესიულ ინსტრუმენტებს და აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი, მართალი და ერთიანია ხალხი. პოლიციის ჩაყენება სწორედ კანონის ვერ გამოყენებას ნიშნავს. მარშები კი „ოცნებისთვის“ ახალი თავსატეხია. ბოლომდე!“ - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა