ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ ტერორისტს სიკვდილით დასჯიან

ნახვები: 498 ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ ტერორისტს სიკვდილით დასჯიან

ისრაელის ქნესეთმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ ტერორისტს სიკვდილით დასჯიან. კანონპროექტს მხარი 39-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 16 წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ისრაელის სასამართლომ უნდა მიუსაჯოს სიკვდილით დასჯა იმ პირებს, რომლებმაც ისრაელელების მკვლელობა ეროვნული იდენტობის მოტივით განახორციელეს, ხოლო მოსამართლეებს, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს სამხედრო სასამართლოებში არიან, საშუალებას აძლევს, დამნაშავეები სიკვდილით დასაჯონ უმრავლესობით, ხმათა ერთსულოვნებით მიღებული გადაწყვეტილების ნაცვლად. კანონპროექტი ასევე აუქმებს რეგიონული სამხედრო მეთაურების მიერ ასეთი განაჩენების შემსუბუქების შესაძლებლობას.

კანონპროექტი ახლა კომიტეტს გადაეგზავნება, რათა მოამზადონ ბოლო ორი მოსმენისთვის, რომლებიც კანონად ქცევისთვის იქნება საჭირო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა