ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

მზია ამაღლობელი - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს

ნახვები: 518 მზია ამაღლობელი - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს

ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციოში სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მის საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან.

„ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს, მაგრამ საქალაქო სასამართლომ სილის გაწვნის გამო დამნაშავედ მცნო. მოსამართლე სახელაშვილმა 2 წლით გამიშვა ციხეში. ალბათ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მადლიერი უნდა ვიყო. ეს ადამიანები ადარებენ იმ სასჯელს, რასაც პროკურატურა მოითხოვს და ამიტომ ფიქრობენ.

ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან - არც ბრალდებას და არც მოსამართლეს.

ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების” ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს.

უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი მგონია. არ უნდა შევეგუოთ, აქაც იმიტომ ვარ, ვასაჩივრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მზია ამაღლობელმა, რომლის სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, პროკურატურა მითხოვს რომ შეიცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დამნაშავედ იქნას ცნობილი. კერძოდ, პროკურატურა ბრალის ისევ დამძიმებას მოითხოვს - 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია.

ადვოკატებმა დარბაზის გაზრდის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და შესაძლოა, შემდეგ სხდომა უფრო დიდ დარბაზში ჩატარდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა