ნატო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს — იტალიაში ბირთვული წვრთნები 13 ოქტომბერს დაიწყება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება
ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“
ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა
ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს

მიხეილ სააკაშვილი - რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და მანადგურებენ მეც

ნახვები: 486 მიხეილ სააკაშვილი - რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და მანადგურებენ მეც

ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული.

„ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო. ამჯერად, გუშინ მე დამაბრუნა დილეგში. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადმომიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც 2022 წლის მარტში მომწამლეს. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა "ვივამედის" იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრისა და უბედურების ფონზე, არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას. რატომ დამაბრუნეს ახლა ჯალათებთან? სწორედ იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორე, ეს კონკრეტულ გზავნილს უგზავნის დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ევროპელებსა და ამერიკელებს ეუბნება, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მე ვარ ყველაზე წარმატებული რეფორმებისა და ასევე, საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

დღეს მინდა ადამიანებს ვუთხრა ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა