მზია ამაღლობელი - მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ
პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს
ჯო უილსონი - „ქართული ოცნების“ დიქტატურა ახლა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე
ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები
„სამართლიანი არჩევნები“ - ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
გიორგი ბაჩიაშვილი - მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში
ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელებს“ მოუწოდებს, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას მხარი დაუჭირონ

17.11.2025 ნახვები: 228

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის “რესპუბლიკელ” წევრებს მოუწოდა, ხმა მისცენ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას.

„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში ხმა უნდა მისცენ ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. დროა, შევეშვათ „დემოკრატების“ ამ სიცრუეს, რომელიც რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა მოაწყვეს, რათა „რესპუბლიკური პარტიის“ დიდი წარმატებისგან, მათ შორის „დემოკრატების“ „შათდაუნზე“ ჩვენი ბოლოდროინდელი გამარჯვებისგან ყურადღების გადატანა შეძლონ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მანამდე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე კენჭისყრა ეპშტეინის საქმეში ხელს შეუწყობს იმ ბრალდებების დასრულებას, რომ ტრამპს რაიმე კავშირი ჰქონდა ეპშტეინის მიერ არასრულწლოვანი გოგონების ძალადობასა და ტრეფიკინგთან.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ეპშტეინის დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელიც მის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებს შეიცავს. დოკუმენტების თანახმად, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს ჟურნალისტი მაიკლ ვოლფისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერს, რომ დონალდ ტრამპმა „გოგონების შესახებ იცოდა“.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა ეპშტეინი, როდესაც წერდა, რომ დონალდ ტრამპმა „გოგონების შესახებ იცოდა“, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ არაფერი იცის“.

აღნიშნული დოკუმენტების გამოაქვეყნების შემდეგ ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ეპშტეინის „დემოკრატებთან“ კავშირების გამოძიება დაავალა.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა