ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

წალენჯიხის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ნახვები: 522 წალენჯიხის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები, მათი მოგვარების გზები და სამომავლო გეგმები.
 
მერის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს არსებულ საჭიროებებზე, შიდა-საუბნო გზების მოწესრიგებასა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხებზე.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წალენჯიხის სერვისცენტრის მენეჯერი ალეკო ფირცხალავა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძღვანელი აკაკი კოროშინაძე.
 
ალეკო ფირცხალავამ მერის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია სოფლების მასშტაბით დაგეგმილ სამუშაოებზე. აკაკი კოროშინაძემ კი, მერის ახალ რწმუნებულებს დასაქმების ხელშეწყობის, სტაჟირების, შშმ პირთა დასაქმებისა და სოციალურად დაუცველთა პროგრამაზე მიაწოდა ინფორმაცია.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია და საკრებულოს წევრები.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა