ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

დონალდ ტრამპი - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების მსურველები დაჩქარებულად შეძლებენ პროცედურების გავლას ვიზების მისაღებად

ნახვები: 367 დონალდ ტრამპი - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების მსურველები დაჩქარებულად შეძლებენ პროცედურების გავლას ვიზების მისაღებად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების მსურველები დაჩქარებულად შეძლებენ პროცედურების გავლას ვიზების მისაღებად.

„ფიფას“ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად ოვალურ კაბინეტში საუბრისას, ტრამპმა მოუწოდა ვიზიტორებს, რომლებიც აპირებენ აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას, დაუყოვნებლივ შეავსონ განაცხადი.

„მსოფლიო ჩემპიონატი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობა იქნება უამრავი ამერიკელისთვის. მოსალოდნელია, რომ ის 30 მილიარდ დოლარზე მეტს მოიზიდავს. რამდენს მიიღებს ქვეყანა ამ 30 მილიარდიდან? 20 მილიარდი დოლარი ამერიკისთვის თითქმის 200 000 სამუშაო ადგილს შექმნის. თეთრი სახლის „ფიფას“ სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში მდივან რუბიოს გუნდი დაუღალავად მუშაობს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ მთელი მსოფლიოდან ფეხბურთის გულშემატკივრები სათანადოდ შეამოწმონ და მომავალ ზაფხულს შეერთებულ შტატებში მარტივად ჩამოვიდნენ. ვიდრე თანამდებობას დავიკავებდი, სამოგზაურო ვიზის მიღებას ხშირად ერთი წელი სჭირდებოდა, მაგრამ ადმინისტრაციის შრომისმოყვარეობის გამო, ახლა მსოფლიოს 80 პროცენტზე მეტში, ვიზის მიღების ლოდინის დრო 60 დღე ან ნაკლებია. მათთვის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენთან ჩამოსვლა სურს, გირჩევთ, დაუყოვნებლივ შეავსოთ განაცხადი. მინდა, მადლობა გადავუხადო „ფიფას“ სამუშაო ჯგუფს და მდივან რუბიოს შესანიშნავი სამუშაოსთვის. მარკო ასევე ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს მრავალი თვალსაზრისით. ამიტომ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ბილეთი არ არის ვიზა და მხოლოდ ბილეთი არ არის აშშ-ში ჩასვლის გარანტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა