მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

დონალდ ტრამპი - ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას

18.11.2025 ნახვები: 405

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ს მიერ ღაზასთან დაკავშირებით მომზადებული სამშვიდობო გეგმის დამტკიცება „მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას“ გამოიწვევს.

„ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, რომელმაც აღიარა და მხარი დაუჭირა სამშვიდობო საბჭოს, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და რომელშიც მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი, პატივცემული ლიდერები შევლენ. ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს და ნამდვილი ისტორიული მასშტაბის მომენტია. მადლობა გაერო-ს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა ქვეყანას. ასევე მადლობა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ ამ კომიტეტში, მაგრამ მტკიცედ უჭერდნენ მხარს ძალისხმევას“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, საბჭოს წევრების ვინაობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო კვირებში ბევრი საინტერესო განცხადება  გაკეთდება.

შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით.

 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა