ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა
მზია ამაღლობელი - მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ
პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს
ჯო უილსონი - „ქართული ოცნების“ დიქტატურა ახლა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე
ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები
„სამართლიანი არჩევნები“ - ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე

18.11.2025 ნახვები: 238

როგორც იცით, კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. ეს მიზნები ასევე არის ჩვენი ძირითადი სამუშაოს ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ „ევროსკოპის“ რედაქტორს, თამარ ნუცუბიძეს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კომისია „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმებაზე.

„კორუფციასთან ბრძოლის საკითხი მკაფიოდ არის ხაზგასმული ჩვენს გაფართოების ანგარიშში. ანგარიშმა, ფაქტობრივად, დაასკვნა რომ საქართველოში არის უკუსვლა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში რეკომენდირებულია, რეკომენდაციების სახით ნახსენებია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ეფექტურობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე. ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა