Reuters - ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს
მარკო რუბიო და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად დასახელდნენ
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი
დონალდ ტრამპი - გრენლანდიის საკითხზე ნატო-ს ვესაუბრებით
ბაჩო ახალაია - სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება
ვოლოდიმირ ზელენსკი - დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმებს ამზადებენ
ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს

პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს

18.11.2025 ნახვები: 290

პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს. „საარჩევნო კოდექსის“ პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს 19 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება.

“საარჩევნო კოდექსის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. კერძოდ, პროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება აუდიომონიტორინგს არ გულისხმობს.

კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება და სააღრიცხვო ბარათი წარსადგენი აღარ იქნება. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.

იცვლება კანდიდატების წარდგენისა და ასევე, რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-უპარტიო კანდიდატს წარადგენს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.

ახალი “საარჩევნო კოდექსის“ პროექტით ცვლილება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადასაც შეეხება. კანონის მოქმედი რედაქციით, საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევა. პროექტით, პირველი სხდომის მოწვევა გათვალისწინებულია საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა