ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ალექსანდრე დარახველიძე - ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული

ნახვები: 420 ალექსანდრე დარახველიძე - ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული

სამწუხაროდ, გაუგებარია, თუ რა მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ [ევროკავშირს] არანაირი ახსნა არ მოუწოდებიათ. საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი მზად არიან გადადონ ეს დიალოგი და ჩვენ ასე მოგვეწოდა ეს პოზიცია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს გაუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.

შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეხვედრა ადამიანის უფლებებზე უნდა გამართულიყო. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ დიალოგი გადაიდო იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დელეგაციაში სანქცირებული პირის, კერძოდ კი უშუალოდ ალექსანდრე დარახველიძის ჩასმას აპირებდა, შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის საინქციებული, შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას სცდება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე დეტალური კომენტარი გააკეთა. დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. აქ სანქცირებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, უადგილოა. მათ მოგვაწოდეს კონკრეტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად, განისაზღვრა კონკრეტული უწყებები, ვისაც კითხვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული, გასცემდა ამომწურავ, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხებს. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ თავად აღარ ისურვეს ამ პასუხების მოსმენა, შესაბამისად, გადაიდო ეს დიალოგი. როდესაც იქნება მზაობა დიალოგისთვის, საქართველოს მთავრობა, თითოეული ის წარმომადგენელი, ვინც დაესწრება ამ დიალოგს, გასცემს ამომწურავ პასუხს თითოეულ კითხვაზე, რაც მათ გააჩნიათ.

სამწუხაროდ, გაუგებარია, თუ რა მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ არანაირი ახსნა არ მოუწოდებიათ. იყო საუბარი იმაზე, რომ ისინი მზად არიან გადადონ ეს დიალოგი და ჩვენ ასე მოგვეწოდა ეს პოზიცია, შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ. თუკი მათ აინტერესებთ საქართველოს ოფიციალური პოზიცია იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ, ჩვენ მზად ვართ, ამომწურავად ვუპასუხოთ.

რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქციებული, შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას სცდება. საქართველოს მხარე განსაზღვრავს დელეგაციის შემადგენლობას იმ საკითხების მიხედვით, რა საკითხებიც სწორედ მათი მხრიდან იქნება დასმული. საქართველოს დელეგაციას განსაზღვრავს საქართველოს მხარე და გასცემს პასუხს იმ კითხვაზე, რაც გააჩნიათ ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა