ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი
შსს - დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
ფიგურული ციგურაობა - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

უკრაინულმა დრონებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

20.11.2025 ნახვები: 252

რიაზანში აფეთქებების ხმა ისმოდა - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიაზანის მოსახლეობის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქის თავზე სულ მცირე 10 აფეთქების ხმა გაისმა.

რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, „ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია“.

ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 65 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათგან 16 დრონი კი რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა