ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი
შსს - დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
ფიგურული ციგურაობა - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

NBC News - დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარს უჭერს

20.11.2025 ნახვები: 268

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას“, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.

„გეგმა მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. გეგმა იმას შეიცავს, რაც უკრაინას სურს და მდგრადი მშვიდობისთვის სჭირდება“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართულ მხარეებთან გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აუცილებელია.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, გეგმის ჩარჩო უკრაინულ მხარეს უნდა წარუდგინონ და პროექტის შესახებ საბოლოო შეთანხმების ვადა უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს ემთხვევა.

გამოცემის წყაროს თქმით, უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტი „სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების“ მიზნით თეთრი სახლის გეგმის ნაწილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა