ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი
შსს - დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
ფიგურული ციგურაობა - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ

24.11.2025 ნახვები: 258

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, საზოგადოებას მიმართავს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.

„მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა