ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი
შსს - დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
ფიგურული ციგურაობა - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

თეთრი სახლის პრესსპიკერი - აშშ უკრაინას უსასრულოდ ვერ დაეხმარება, დონალდ ტრამპს ამ ომის დასრულება სურს

25.11.2025 ნახვები: 290

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლინ ლევიტის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა უზარმაზარი დრო და ენერგია ჩადო რუსეთისა და უკრაინის ომის გადაწყვეტის გზების ძიებაში, რისთვისაც იგი მადლიერებას იმსახურებს. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის მთავარი მიზანი მკვლელობების შეჩერება და ომის საბოლოოდ დასრულებაა.

კაროლონ ლევიტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შეწყვიტა ამ ომის დაფინანსება, შეერთებული შტატები ნატოს მექანიზმების მეშვეობით კვლავ აგრძელებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობით იარაღის გაგზავნას ან მიყიდვას.

„ჩვენ ამას უსასრულოდ ვერ გავაკეთებთ. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა