პაატა ბურჭულაძე - სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია
პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ირაკლი კობახიძე - კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება
პეტერ ფიშერი - გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს
პროკურატურა ნიკა მელიასთვის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„მსურველთა კოალიცია“ - უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს

26.11.2025 ნახვები: 218

“მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების მცდელობების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

„კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, შეინარჩუნოს მისი სუვერენიტეტი, შეესაბამებოდეს გაეროს წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს [უკრაინის] გრძელვადიან უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც “მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა სამშაბათს, ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

კოალიცია „მიესალმა გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატო-ს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატო-ს მოკავშირეების სრული ჩართულობით“ და დაეთანხმა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ იქნება.

ასევე, კოალიციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობას მხარი უნდა დაუჭიროს „უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებმა“ და განაცხადა, რომ მისი ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით.

ცნობისთვის, ვირტუალურ შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები და ესწრებოდნენ სხვა ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა