ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი
შსს - დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
ფიგურული ციგურაობა - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე - უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ

26.11.2025 ნახვები: 275

უიტკოფი მოსკოვში მომავალ კვირას ჩამოვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება უიტკოფს, შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალ კვირას მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ის და აშშ-ის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საკითხებზე მუშაობენ, მოსკოვში ჩამოვლენ“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვი გამოცემა Bloomberg-ის მიერ მასსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მიზანი ალბათ, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებისთვის ხელის შეშლაა“.

„უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ ვიცი საიდან გავრცელდა. ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა. ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთების მიზანს ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენდეს. ახლა ურთიერთობები რთულად ვითარდება, მათ შორის მსგავსი კონტაქტების მეშვეობით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

შეგახსენებთ, Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა