ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

ბრაიან ფიცპატრიკი - მარკო რუბიოს საშუალება მიეცით, თავისი საქმე ობიექტურად და სამართლიანად გააკეთოს

26.11.2025 ნახვები: 289

ეს ძალიან დიდი პრობლემაა, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ბრაიან ფიცპატრიკი („რესპუბლიკური პარტია“) Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.

„კიდევ ერთი მიზეზია იმ მრავალ მიზეზს შორის, თუ რატომაც უნდა დასრულდეს ეს აბსურდული საცირკო წარმოდგენები და საიდუმლო შეხვედრები. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს საშუალება მიეცით, რომ თავისი საქმე ობიექტურად და სამართლიანად გააკეთოს“, - წერს ფიცპატრიკი X-ზე.

ცნობისთვის, Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა