ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

ნახვები: 402 თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

 

თიბისი კაპიტალმა სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობის სექტორისთვის (FMCG) 2025 წელი შეაჯამა და პარტნიორებს, ტრადიციულად, ახალი კვლევა წარუდგინა.

ადგილობრივ ტენდენციებთან ერთად ღონისძიებაზე სტუმრებს ევროპული გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა, პოლონეთის უმსხვილესი სასურსათო ქსელის - Żabka-ს - პოლონეთის ბიზნესის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მანიკოვსკიმ.

კომპანია 27 წელია ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს - ამ დროის განმავლობაში Żabka-ს ქსელი 7 ფილიალიდან 12 200-მდე ფილიალამდე გაიზარდა; მაღაზიათა ქსელი 2024 წელს პოლონეთის საფონდო ბირჟაზე დაილისტა და საბაზრო კაპიტალიზაციამ 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. Żabka პოლონეთის საზღვრებსაც გასცდა და აქტიურად იმკვიდრებს თავს რუმინეთში.

ბაზრის ზომისა და ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ქართული FMCG სექტორისთვის Żabka-ს გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. 2024 წლის მონაცემებით, სექტორის წილი მშპ-ში 15.4%-ს შეადგენს და ქვეყნის მასშტაბით 225 ათას ადამიანს ასაქმებს.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, FMCG სექტორი 2025 წელს მოსალოდნელზე სწრაფად, თითქმის 10%-ით, გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით კი, წლიურ ჭრილში ბაზრის ზომა 24.2 მილიარდ ლარს გაუტოლდება.  FMCG ბაზრის 87% ამ ეტაპზე 5 უმსხვილეს კომპანიაზე ნაწილდება: „დეილი ჯგუფი“, „ორი ნაბიჯი“, „ნიკორა“, „კარფური“და „აგროჰაბი“.  

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით,  ადგილობრივი მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯების 45% სწორედ სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე მოდის. მოქალაქეები კი პროდუქციის შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ფასებს აქცევენ.

თიბისი კაპიტალი მომდევნო წლებში FMCG სექტორში ზრდის ტემპის დასტაბილურებას პროგნოზირებს. კვლევის მიხედვით, მიგრანტების დანახარჯების კლების მიუხედავად, ხელფასებისა და ტურისტული შემოსავლების ზრდა, ასევე სარესტორნო ბიზნესის ბრუნვის მატება, სექტორის ზრდის წინაპირობაა.

FMCG სექტორის შესახებ კონფერენცია პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიას მოიცავდა.  თემაზე - “ზრდის არქიტექტურა FMCG ინდუსტრიაში“- თიბისის წარმომადგენლებთან ერთად ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა იმსჯელეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ტიერი ჟულენმაც, რომელიც რეგიონში “კარფურის” ექსკლუზიური წარმომადგენლის - Majid Al Futtaim-ის -  საერთაშორისო ზონის აღმასრულებელი საოპერაციო ოფიცერია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა