ვლადიმერ გველესიანი - ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ თავი აწიონ და არ დახარონ, მე აქ არ ვზივარ რამე სამარცხვინოსთვის, მე ვზივარ ჩემი სამშობლოსთვის
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 14 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს - დონორ კომპანიებს 2015 წლიდან 2.5 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული
მოსამართლე 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს - ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სრული შიმშილობა გამოაცხადეთ - ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას
Rescuers evacuate two families with nine children from Yurkivka
Russia loses 1,140 soldiers, two aircraft in war against Ukraine over past 24 hours
Military shows evacuation process from Kupiansk

ვლადიმერ გველესიანი - ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ თავი აწიონ და არ დახარონ, მე აქ არ ვზივარ რამე სამარცხვინოსთვის, მე ვზივარ ჩემი სამშობლოსთვის

27.11.2025 ნახვები: 243

კვირა-ნახევარია ელასტიური ბინტი არ მომიტანეს, ამას იმისთვის გეუბნებით, რომ იცოდეთ, იქ რა ხდება. ანალგინს რომ ერთი კვირა ველოდები, ამასაც შეგახსენებთ ბატონო პროკურორო. მართლაც ვერ გამიგია რა დავაშავე,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ვლადიმერ გველესიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის დამნაშავე არაა.

„მადლობა, რომ ასეთი ვარ და ვიცავ ჩემს ქვეყანას... კვირა-ნახევარია ელასტიური ბინტი არ მომიტანეს, ამას იმისთვის გეუბნებით, რომ იცოდეთ, იქ რა ხდება. ანალგინს რომ ერთი კვირა ველოდები, ამასაც შეგახსენებთ ბატონო პროკურორო. მართლაც ვერ გამიგია რა დავაშავე,

ეს ადამიანები დღეს გავიცანი, მადლობა ღმერთს რომ გავიცანი. ჯგუფურ ძალადობას გვედავებიან, ძალადობა არის როცა ურტყამ, რაღაცას ესვრი, ერთი ფაქტიც არაა, რომ მსგავსი რამ, გავაკეთე, საიდან მოგაქვთ ეს ჯგუფური ძალადობა?

პროკურატურაში რამე დევიზი გაქვთ, ჯგუფურ ძალადობაზე ყველანი ციხეშიო? ერთ წელს დამაჯენთ თუ ორ წელს, არ აქვს მნიშვნელობა. სად უნდა დავიმალო? დამალვა კი არა, ქუდსაც არ დავიხურავ. ჩემო ხალხო, იბრძოლეთ, თქვენი სამშობლოსთვის, ყველას გამძლეობა მოგცეთ სულიერიც და ფიზიკურიც. ახლა მეტი დრო მომეცა საკანში მეტი გავიაზრო, ამიტომ ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ თავი აწიონ და არ დახარონ, მე აქ არ ვზივარ რამე სამარცხვინოსთვის, მე ვზივარ ჩემი სამშობლოსთვის, და არა "გრუზიასთვის".

ბატონო პროკურორო, შემომხედეთ თვალებში, მე ვძალადობდი ჯგუფურად? ან ამ ხალხთან რა მაქვს საერთო, ან ძალადობასთან? რამე სასწაული დისკია? გვაჩვენეთ რა გაქვთ. რომელ მოწმეებზე უნდა გავაკეთო ზემოქმედება, ვინ უნდა დავაშინო? მე თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ვაშინებ პოლიციელებს, მთლად წალეკილა შსს. მე მყავს ოჯახი, ორი შვილი და დედა, დედა რომელიც ჩემს იმედზე იყო, ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მას. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები",- განაცხადა გველესიანმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა