IAEA deploys additional mission to Chernobyl to assess impact of Russian strike
Nearly 360 artists, media workers killed in Ukraine since war begun
Russia selling strategic gold reserves — intelligence
Court sentences Russian agent who tried to join Sumy RMA to 15 years in prison
Russian forces trying to capture Vovchansk for 565 days, city lies in ruins
Zelensky: The stronger we are on battlefield, the more we can achieve in diplomacy
Shmyhal meets with commanders of two coastal defense brigades in southern Ukraine
Ukraine will have 5-6 million veterans and their family members after war – Svyrydenko

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

27.11.2025 ნახვები: 224

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება, ორი პირის მიმართ - გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიება გირაო არის გამოყენებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

სახელმწიფო ბრალმდებლის, ვაჟა თოდუას განცხადებით, ბრალდებულებმა ერთობლივად დაიწყეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ნაწილმა მათგანმა ერთობლივად დააზიანა სასახლის ღობე, ნაწილი შემდეგ მივიდა, რის შემდეგ შეიჭრნენ სასახლის ეზოში, თავს დაესხნენ პოლიციელებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს და დაარბიეს ტერიტორია.

პროკურორი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზე საუბრობდა.

შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატები დაკავებულების მიმართ 4000, 5000, 7 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, ასევე დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებას შუამდგომლობდნენ.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემდეგ პატიმრობა უცვლელი დატოვა.

დღესვე, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირისა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ორი პირის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.

ადვოკატებმა ბრალდებულების სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა, პროკურორებმა კი საქმის არსებითად განსახილველად სასამართლოსთვის გადაცემის შუამდგომლობა დააყენეს.

მოსამართლემ საქმე არსებითად განსახილევად სასამართლოა გადასცა.

ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა