ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი
შსს - დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
ფიგურული ციგურაობა - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

გერმანიის კანცლერი - უკრაინას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ძლიერი არმია დასჭირდება

28.11.2025 ნახვები: 283

რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდება და თუ სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება, უკრაინას კვლავ დასჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები პარტნიორებისგან“, - განაცხადა მერცმა ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია კარგად აღჭურვილი უკრაინული არმიაა.

„სწორედ ამიტომ ვმსჯელობთ უკრაინის არმიის სამომავლო სამიზნე ზომაზეც“, - განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, უკრაინა არ უნდა აიძულონ ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს და რომ ნებისმიერი მოლაპარაკების საწყისი წერტილი ფრონტის ხაზი უნდა იყოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა