ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს - გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც

ნახვები: 449 ნინო ლომჯარია სპორტსმენებს - გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც

ნინო ლომჯარია კალათბურთელ გიორგი შერმადინის მიერ, გუშინ, უკრაინასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისთვის, სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობის გადახდას ეხმაურება და სპორტსმენებს ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს.

„ძვირფასო სპორტსმენებო, რა ხდება ჩვენ თავს: წარმოიდგინეთ, სპორტულ ფედერაციებს ისეთი წესები რომ მიეღოთ, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, მსაჯები მიკერძოებული ხალხით დაეკომპლექტებინათ, თამაშის დრო 10 წუთით შეემცირებინათ, ლეგიონერები „უცხო ქვეყნების აგენტებად“ გამოეცხადებინათ და უცხოური კლუბებიდან დაფინანსების მიღება აეკრძალათ, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის თქვენ თამაშებზე დასწრება აეკრძალათ…

ყველა საერთაშორისო სპორტული ფედერაცია, ვინც ეტყოდა, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება საერთაშორისო წესებს, „დიფ სთეითად“ გამოეცხადებინათ, რომლებიც საქართველოს სპორტის შიდა საქმეებში ერევიან და საერთოდაც, ქართველი სპორტსმენების „გათხოვების“ სურვილი ამოძრავებთ. შემდეგ ოფიციალურად ეთქვათ, რომ 2028 წლამდე ქართველი სპორტსმენები ევროტურნირებზე ასპარეზობას წყვეტენ.

ამის გასაპროტესტებლად გამოსული თქვენი კოლეგები რომ დაერბიათ, ციხეში წლები გამოემწყვდიათ, სახის ძვლები დაელეწათ, ეწამებინათ სამარშრუტო ტაქსებში, ეფურთხებინათ ქალი სპორტსმენებისთვის და ვეტერანები პოლიციის განყოფილებაში გაეშიშვლებინათ, თქვენი მხარდამჭერები მასიურად სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ…

ხომ დაგახრჩობდათ უსამართლობის განცდა? ხომ იდგებოდით აქციაზე 365 დღე? - ეს ხდება დღეს ქართველი ხალხის თავს, ეს ხდება დღეს თქვენი გულშემატკივრების თავს, ეს თქვენ თავსაც ხდება, რადგან, თქვენც ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხართ!

გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და უსამართლოდ დაჩაგრულიც. ვინაიდან მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!“ - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, უკრაინასთან მატჩში ანგარიშით 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის შემდეგ სამადლობელი სიტყვისას დროს, გიორგი შერმადინმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რასაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრის ნაწილის უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა