ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ALDE - აღშფოთებულები ვართ BBC-ის გამოძიებით

ნახვები: 377 ALDE - აღშფოთებულები ვართ BBC-ის გამოძიებით

მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს, - ასე ეხმაურება „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი BBC-ის საგამოძიებო სტატიას.

„ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულები არიან დღევანდელი BBC-ის გამოძიებით, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაც ფუნდამენტურ უფლებებზე აღმაშფოთებელ თავდასხმას წარმოადგენს!“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ALDE აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს წევრ პარტიებსა და ოპოზიციას, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.

„მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს. 365 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩვენ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - აღნიშნავს ALDE.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა