ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

სომხეთი და ევროკავშირი ბრიუსელში სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს გააფორმებენ

ნახვები: 406 სომხეთი და ევროკავშირი ბრიუსელში სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს გააფორმებენ

სომხეთი და ევროკავშირი დღეს ბრიუსელში სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს გააფორმებენ. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სომეხ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

კოსის თქმით, პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს ხელს მოაწერენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

„გაიმართება ევროკავშირ-სომხეთის საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებული იქნება სომხეთისა და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი. ეს იქნება სამოქმედო გეგმა, საგზაო რუკა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა მარტა კოსმა.

მისივე თქმით, ახალი დღის წესრიგი მოიცავს დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ განვითრებას და ინსტიტუტების განმტკიცებას. სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი ასევე მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

როგორც მარტა კოსმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს დაუჭერს სომხეთს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლო ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, დეზინფორმაციასა და კიბერშეტევებთან ბრძოლაში. ამ მიზნით ევროკავშირი სომხეთს 12 მილიონ დოლარს გამოუყოფს. კოსის თქმით, ეს თანხა გამიზნულია არა მხოლოდ სომხეთის მთავრობისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის, რომელთა როლი, ევროკომისრის თქმით, მნიშვნელოვანია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ეფექტურ ბრძოლაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა