ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე

ნახვები: 498 გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე

თუ სამშობლოს სიყვარულისა და იმ სიკეთეების გამო, რომლებიც გაგვიკეთებია, [მიგვცემენ პასუხისგებაში] კი ბატონო, - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, ის გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.

„ვესაუბრე გამომძიებელს და კლინიკაში მივდივარ, რომ ხელი მოვაწერო დოკუმენტს, რომ მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა.

გაოგნებული ვარ, სამეცნიერო შრომა დაიწერა, ეს არის კლინიკური შრომა. რა უნდა ვთქვა, თუ სამშობლოს სიყვარულისა და იმ სიკეთეების გამო, რომლებიც გაგვიკეთებია, [მიგვცემენ პასუხისგებაში] კი ბატონო.

მე ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარში ვარ, დაწყებული ჩემი საქმიდან [მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით], ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზლდი.

კვლევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე დაავადება.

ვფიქრობ, რომ ამ კლინიკურმა შრომამ ბევრი სიკეთე გააკეთა და კიდევ ბევრს სიკეთეს გააკეთებს. მთავარია ყველა დეტალი იყოს აღწერილი და შემდგომ ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს, აქ რა არის გაუგებარი, არ ვიცი“,- განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა