ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?
გაჯეტებზე დამოკიდებულება - არ დასაჯოთ ბავშვი! ემეგობრეთ და ეთანამშრომლეთ

პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ

04.12.2025 ნახვები: 295

თიბისის ფინანსური განათლების ფარგლებში, გურჯაანსა და თელავში, ბავშვებისთვის, ფინანსური განათლების შესახებ ინტერაქციული სპექტაკლები ჩატარდა. 

მოზარდებისთვის ფინანსურ თემაზე შექმნილი თეატრალური წარმოდგენა „თამაშობანასთან“ ერთად შეიქმნა და მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება.

„წინ და წინ: ფინანსობანა" პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის და  ფინანსური განათლების შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თეატრალური წარმოდგენები სულ  საქართველოს 7 ქალაქში  ჩატარდა და მას 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

სპექტაკლი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს” ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, კომპანია „თამაშობანასთან” ერთად შეიქმნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა