მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

ელენე ხოშტარია - რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი და ახლა თავის გადარჩენით არის დაკავებული

06.12.2025 ნახვები: 430

რაც ამ დღეებში მოვისმინე და ვნახე, ჩემთვის ძალიან ნაცნობი და გასაგებია. „რუსული კანონის“ დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი. ამ ჩამოქცევამ, გარდა სიცოცხლის რისკისა, პროვოცირება გაუკეთა ოთხ სხვადასხვა მწვავე დაავადებას, - ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა და რომლითაც BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ასახულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ხოშტარია თავის გზავნილში წერს, მისი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

„ე.წ. მთავრობა, რომელიც მოქალაქეებს ამარჩიელებს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხზე - ჯანმრთელობაზე - არა თუ მთავრობა არაა, არამედ ადამიანებისთვის საშიში მოვლენაა. რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი, მერე ექიმებს დაუმალა მომწამვლელი ნივთიერება, რომ ვერ ემკურნალათ და ახლაც თავის გადარჩენის სამარცხვინო და საკმაოდ უნიჭო მოძრაობებით არის დაკავებული.

რაც ამ დღეებში მოვისმინე და ვნახე, ჩემთვის ძალიან ნაცნობი და გასაგებია. “რუსული კანონის” დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი. ჩემი იმუნური სისტემა ჩამოიშალა და თურქ ექიმებს საკმაოდ რთული პროცედურების ჩატარება დასჭირდათ, სასიცოცხლო მაჩვენებლების გამოსასწორებლად. ამ ჩამოქცევამ, გარდა სიცოცხლის რისკისა, პროვოცირება გაუკეთა 4 სხვადასხვა მწვავე დაავადებას, სხვადასხვა სახის ძლიერ ტკივილს, უკიდურეს სისუსტეს და გამოიწვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემი უფუნქციოდ ყოფნა.

ჩემი გაუთავებელი ავადმყოფობის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, ხოლო ექიმების ერთ-ერთი ვარაუდი ინტოქსიკაციაა, რომლის მკურნალობა მომწამვლელი ნივთიერების სახელის ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იყო. შარშანდელი დარბევების შემდეგ კი აღარაფერს ვამბობ კანის დამწვრობაზე, ღებინებაზე და თვეების განმავლობაში ძალიან მაღალ არტერიულ წნევაზე.

ჰოდა, ყველა ორგანიზაციას, ყველა საერთაშორისო გამოძიებას, ყველა კომპეტენტურ ადამიანს ჩვენებასაც მივცემ და ჩემი სამედიცინო კვლევების 1000-მდე გვერდსაც გავუზიარებ. ასე უნდა მოვიქცეთ ყველა. რეჟიმი მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებას ვერ გაამართლებს. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს!

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქციაზე მე „ვერ მოვახერხებ“ მოსვლას, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრნი! ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა