ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?
გაჯეტებზე დამოკიდებულება - არ დასაჯოთ ბავშვი! ემეგობრეთ და ეთანამშრომლეთ

UFC | მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

07.12.2025 ნახვები: 308

მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და ქამარი დათმო.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში იანი გააქტიურდა, ის კრივში ჯობდა დვალიშვილს და თეიქდაუნებისგანაც თავს კარგად იცავდა.

34 წლის მერაბ დვალიშვილს UFC-ს რეკორდის დამყარება შეეძლო – მან ერთ სრულ წელში ქამარი სამჯერ დაიცვა, ხოლო ოთხჯერ ამის გაკეთება აქამდე ვერავინ შეძლო.

ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

„ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ვცადე, შოუ დამედგა, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლა დავთმე, ის დღეს უფრო ძლიერი იყო. ვულოცავ გამარჯვებას, თუმცა რემატჩი ჩემთვის აუცილებელია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ბევრს ვსწავლობ და წინ დიდი გზა მაქვს“, – თქვა ქართველმა მებრძოლმა შეხვედრის შემდეგ.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა