ქალაქ ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 05.12.2025 ნახვები: 441 Share ქალაქ ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად მოეწყობა ხიდ-ბოგირი. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან ერთად გაეცნო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 770 ათას ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და 2026 წელს დასრულდება.