ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსტემ უმეროვისა და ანდრეი გნატოვისგან ველი ინფორმაციას იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში

08.12.2025 ნახვები: 362

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპაში მიემგზავრებიან, სადაც ისინი პრეზიდენტს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში.

„უკრაინის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ არსებითი მოლაპარაკებები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებთან და ამჟამად ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ევროპაში მიემგზავრებიან. მათგან დეტალურ ინფორმაციას ველი ყველაფრის შესახებ, რაც ამერიკის წარმომადგენლებს მოსკოვში უთხრეს, იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან ჩვენთან და „რუსებთან“ მოლაპარაკებებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 6 დეკემბერს სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა და ეს ოყო კონსტრუქციული, თუმცა რთული საუბარი.

„ამერიკის წარმომადგენლები იცნობენ უკრაინის ფუნდამენტურ პოზიციებს და ეს იყო კონსტრუქციული, თუმცა რთული საუბარი. ვაგრძელებთ მუშაობას. ზოგიერთი საკითხის განხილვა მხოლოდ პირადად შეიძლება: უმეროვი და გნატოვი მომახსენებენ, ასევე ვესაუბრები ევროპელ ლიდერებს - დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ლონდონსა და ბრიუსელში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპელ ლიდერებთან განიხილავს პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინის მდგრადობის მხარდაჭერას, თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტებს.

„უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვას, უკრაინის გრძელვადიან დაფინანსებას. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში ასევე განვიხილავთ საერთო ხედვას და საერთო პოზიციებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 4, 5 და 6 დეკემბერს უმეროვმა და გნატოვმა მაიამიში შეხვედრები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა