ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

კაია კალასი- ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რჩება

08.12.2025 ნახვები: 370

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რჩება.

„ევრონიუსთან“ ინტერვიუში კალასმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპა მიგრაციის, ცენზურისა და ზეეროვნული პოლიტიკის გამო „ცივილიზაციის წაშლისკენ“ მიემართება. მიუხედავად ამისა, კალასმა აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი ერთად უნდა იყვნენ გლობალური პრობლემების, მათ შორის უკრაინის ომის მოსაგვარებლად.

„მოდით, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია. ვგულისხმობ, რომ ამ უსაფრთხოების სტრატეგიიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ ის, რომ ჩვენ და ამერიკა კვლავ მოკავშირეები ვართ. ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს საერთო აზრი ყველაფერში. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ გლობალურ გამოწვევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს. ესენია, მოგეხსენებათ, ჩინეთის ეკონომიკური იძულებითი პრაქტიკა, რომლის წინაშეც ორივე ვდგავართ; საფრთხე, რომელიც მოდის ისეთი მავნე აქტორებისგან, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი, ირანი“, – აღნიშნა ინტერვიუში კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა