ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

მიხეილ სააკაშვილი - სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს

08.12.2025 ნახვები: 392

გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს მოქმედებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს ეხმაურება.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, რომლებსაც არაფრად უღირთ ადამიანების უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გათელვაც კი.

“როგორც მოსალოდნელი იყო, გამოძიების პროფანაცია უსწრაფესად დაასრულეს და ყველაფერი გაამართლეს. სინამდვილეში, ამით ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა ბოლომდე თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე.

ასევე, გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს, მოქმედებისთვის. საერთო ჯამში, საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, რომლებსაც არაფრად უღირთ ადამიანების უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გათელვაც კი, საკუთარი მიტაცებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული არსება, თუ როგორ დაწამლეს, დაარბიეს, დაჩაგრეს თანამოქალაქეები, დეჰუმანიზაციის უმაღლესი პილოტაჟია.

ისე, მათი გამონათქვამებიდან ის მაინც გაირკვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, ოფიციალურად აკრძალული იყო ამგვარი ნივთიერების გამოყენება, შემდეგ „ქოცებმა“ შეცვალეს შსს-ს ბრძანება N1002 და ოფიციალურად დაუშვეს მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ.

რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებიც ხელს აფარებენ ბოროტმოქმედებს, ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც უზარმაზარ ფულს აკეთებენ სახელმწიფო პროგრამებში, კორუფციის გზით.

მათგან ერთ-ერთმა გამსინჯა ჩემი მოწამვლის შემდეგ და თვალები დახუჭა იმ სიმპტომებზე, რომლებიც რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა აღმომიჩინეს. ეს მედიკოსებიც ბოროტების და ჩაგვრის განუყოფელი ნაწილია და აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.

ჩემთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომისიამ დაასკვნა, რომ გადაწყვეტილებებს არა ექიმები, არამედ უშიშროების სახელმწიფო ორგანოები იღებდნენ. ვფიქრობ, იგივე ვრცელდება ყველა სხვაზე“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა