ალექსანდრ სირსკი - მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში „ოცნება“ უკან იხევს
ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად

10.12.2025 ნახვები: 370

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირადად მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა აშშ და ევროპის ქვეყნები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმარონ იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი არ განმიხილავს. მეორეც, უკრაინაში არჩევნების საკითხი, ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული. ეს უკრაიელი ხალხის საკითხია და არა სხვა ქვეყნების ხალხების. ჩვენი პარტნიორების მიმართ მთელი პატივისცემის გამოხატვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, არჩევნებისთვის მზად არის.

„მოვისმინე რამდენიმე გადაკრული სიტყვა, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, რომ მე პირადად პრეზიდენტის სავარძელს ვებღაუჭები და რომ სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი, ეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ისტორიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ორი საკითხი ჩნდება.

„პირველ რიგში, უსაფრთხოება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? როგორ შეიძლება ამის გაკეთება დარტყმების ქვეშ, რაკეტების ქვეშ? და ჩვენი სამხედროების საკითხი, როგორ მისცემენ ხმას? თქვენ ეს იცით და არ მინდა გამეორება. მეორე საკითხი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობის საკანონმდებლო საფუძველია. რადგან ამ საკითხს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩვენი პარტნიორები აყენებენ, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. შეხედეთ, მე მზად ვარ არჩევნებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს. „ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატარონ, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა