ალექსანდრ სირსკი - მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში „ოცნება“ უკან იხევს
ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან

იუსტიციის სამინისტრო 20 ივნისის მოვლენებზე - იმის გამო, რომ შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგინდა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა

11.12.2025 ნახვები: 340

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტრაბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს.

სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.

„2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე დღეს, 2025 წლის 11 დეკემბერს, გამოცხადდა.

საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციის შეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს. გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი. შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართულებით.

სასამართლოს დიდმა პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში საჩივრის განხილვა.

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული გამოძიების შედეგად 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. საქმის თაობაზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა