ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ფრიდრიხ მერცი - პუტინი არ გაჩერდება

ნახვები: 353 ფრიდრიხ მერცი - პუტინი არ გაჩერდება

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე არ გაჩერდება.

„ისევე როგორც 1938 წელს სუდეტის ოლქი არ იყო საკმარისი, პუტინი არ გაჩერდება“, – აღნიშნა მერცმა ჩეხოსლოვაკიის იმ ნაწილზე მითითებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოკავშირეებმა ჰიტლერს შეთანხმებით დაუთმეს, ჰიტლერმა კი ამის შემდეგაც განაგრძო ევროპაში ექსპანსია.

„თუ უკრაინა დაეცემა, ის აქ არ გაჩერდება, ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის და ევროპის წინააღმდეგ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერცის თქმით, პუტინის მიზანია „ევროპაში საზღვრების ფუნდამენტური ცვლილება და საბჭოთა კავშირის აღდგენა ძველ საზღვრებში“.

ცნობისთვის, გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ოფიციალური პირები განიხილავენ უკრაინაში ომის დასრულების წინადადებებს ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრამდე, რომელშიც ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც მერცი ორშაბათს ბერლინში მიიღებს.

მუშავდება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოიცავს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს.

ერთ-ერთი წინადადების თანახმად, დონბასის რეგიონი გადაიქცევა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, სადაც ამერიკულ კომპანიებს შეეძლებათ თავისუფლად ფუნქციონირება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა