ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

ნახვები: 352 ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მუშაობს ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც საბოლოოდ სისხლისღვრას დაასრულებს.

„პირველი ნაბიჯი ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტაა. მისკენ მიმავალი გზა ცნობილია. რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს - არა დემონსტრაციისთვის, არამედ შედეგისთვის. ამ მიზნით, ევროპა გააგრძელებს რუსეთის ომის ფასის გაზრდას. სანქციების ახალ პაკეტს ვამზადებთ და გავყინეთ რუსული აქტივები ევროკავშირში გრძელვადიან პერსპექტივაში. მეორე, მშვიდობა მოითხოვს ძლიერ და სანდო უსაფრთხოების გარანტიებს. მივესალმები იმას, რომ შეერთებული შტატები დადებითად განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას. ასევეა ევროპაც. და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძელვადიანი გარანტია ასევე ყველაზე ნათელია : ეს არის უკრაინის გზა ევროკავშირში“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ეს გარანტიები მტკიცე პრინციპებით უნდა იყოს გამყარებული. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პატივს სცემენ უკრაინის მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკრაინამ - და მხოლოდ უკრაინამ - უნდა მიიღოს. ანალოგიურად, საკითხები, რომლებიც ევროკავშირსა და ნატო-ს ეხება, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრებს შორის განიხილება. მოკლედ: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. არაფერი ნატო-ზე ნატო-ს გარეშე“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი განმარტებით, მესამე საკითხი ეკონომიკურ აღდგენას ეხება.

„უკრაინის საჭიროებები უზარმაზარი და გადაუდებელია. უკრაინის რეკონსტრუქციისა და მომავალი კეთილდღეობის მიმართ ერთგული ვართ. ევროპა დარჩება მის ყველაზე ძლიერ და საიმედო პარტნიორად. ჩვენ შევთავაზეთ უკრაინის დაფინანსების საჭიროებების ორი მესამედის დაფარვა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 90 მილიარდი ევროს ოდენობით. ამიტომ, ამ კვირაში ევროპულ საბჭოში განხილვები გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა