ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგენა შეუძლებელი იქნება

16.12.2025 ნახვები: 327

უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.

შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:"შედის და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ამასთან, პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან ერთჯერადად გათავისუფლდება, თუმცა იგი სახდელდადებულად მაინც მიიჩნევა.

ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

პროექტით განსაზღვრულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 115/2 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პირი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის შესახებ. ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრება, რომ იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.

მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.

კანონის პროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილია სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს აქვს შეჩერებული მართვის უფლება.

არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია - სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის:

ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134;

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;

ქულების ამოწურვისთვის — 781;

სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;

სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა