მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები

ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ

ნახვები: 423 ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ

ჩემი დანაშაული, რასაც მედავებიან, არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და მეორე დანაშაული არის ის, რომ ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში რაც შეიძლება ბევრნი უნდა გამოვიდნენ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ჯერ არ იცის, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ გირაოს, რომელიც 30 ათასი ლარია.

“გირაოზე ჯერ არ მაქვს პოზიცია, რაღაცები მაქვს მოსაფიქრებელი. გირაოს გარდა, პასპორტს და პირადობას მართმევენ, ვითომ ქვეყნიდან არ გავიქცე.

ეს ყველაფერი ერთადერთს, რასაც შემიძლია დავუკავშირო, არის დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ეხებოდა შარშან ადამიანების სისტემურ წამებასა და ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, მასალები გადავაგზავნეთ ცხრა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც შეიძლება საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას. ერთადერთი ლოგიკა ეს არის იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, პარასკევს დილის 8:00 საათზე გამომიშვეს საპატიმროდან და ამბავი თუ ის იყო, რომ გარეთ ვარ და აღკვეთის ღონისძიება არ არის ჩემს მიმართ, მაშინ პარასკევსვე გააკეთებდნენ, რა პრობლემა იყო? თუ პარასკევს არა, შაბათსაც გააკეთებდნენ, თუ არა და დღეს დილითაც გააკეთებდნენ. 15:00 საათზე იყო ბრიფინგი და ორ საათში დაიწყეს რეკვა, რომ სასამართლო არის აღკვეთის ღონისძიებაზეო. ერთადერთი, რასაც შემიძლია დავუკავშირო, ეგ [ბრიფინგი] არის, სხვა უბრალოდ თავში არაფერი არ მომდის.

მაღალი ალბათობით, ეგ არის თემა, რომელიც ძალიან აწუხებთ იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, დანაშაული აქვთ ჩადენილი და, შესაბამისად, მაგ თემასთან შეხება მათთვის არის სერიოზული პრობლემა. ჩემი აზრით, მაგას აჩვენებს ეგ ყველაფერი.

პროკურორს, რომელიც ლაპარაკობდა, ეტყობოდა, რომ ძალიან მოუმზადებელი იყო. აღკვეთ ღონისძიებაზე რაც ილაპარაკა, ჩემი აზრით, სრული ბოდვა იყო - ეს აღმკვეთი ღონისძიება იმიტომ უნდა დავაკისროთო, რომ შესაძლოა ხელახლა ჩაიდინოს დანაშაულიო. ჩემი დანაშაული, რასაც მედავებიან, არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და მეორე დანაშაული არის ის, რომ ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში რაც შეიძლება ბევრნი უნდა გამოვიდნენ. იქაც ორჯერ გავუმეორე, რომ მაგას ახლაც ვაკეთებ და ვაპირებ, რომ გავაგრძელო და გირაო მექნება თუ არ მექნება, მაგით როგორ მაჩერებთ - მეთქი?! მაგაზე პასუხი არ ჰქონდა, ისევ იმაზე ილაპარაკა, რომ მე ვარ ცუდი კაცი”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა