მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები

დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის

ნახვები: 393 დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოზიტიურად აფასებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ახალი სამხედრო გემების მშენებლობის გეგმის, „ტრამპის კლასის” პრეზენტაციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია.

„უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც იცით, მათ გასულ თვეს 27 000 ჯარისკაცი დაკარგეს, უმეტესად ჯარისკაცები და მათ შორის, კიევში ხალხი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამბობენ, რომ ამ ორ ლიდერს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია, უზარმაზარი სიძულვილი. იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. მოლაპარაკებები კარგად მიდის. იცით, რვა ომი მოვაგვარე, მეგონა, ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ ძალიან დიდი სიძულვილია ამ ორ ადამიანს შორის“, – თქვა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა