მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები

შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს

ნახვები: 439 შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი „აჩვენებს გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ გუნდის შიგნით რაიმე მანკიერი გამოვლინება არ იყოს“.

მისივე თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ როდესაც ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს, ამას გულისხმობს კიდეც.

„სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს. ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც.

თავად ის ფაქტი რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ავლენს სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდევ და პირიქით, ეს აჩვენებს თავად გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდის შიგნით არ იყოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა